Agreement Categories

Real Estate Agreements

Software & IT Agreements

Business Agreements

Corporate

Employment & HR

Energy Agreements

Family, Marital, Non-Marital & Children

Intellectual Property

Loan Finance & Insurance

Service Agreements

წესდების ნიმუში არასამეწარმეო იურიდიული პირი საქართველო

 

This document is intended for informational purposes and to illustrate the diversity of written agreements only. Agreement Sample Project assumes no liability for the content of this document or for any action or inaction taken as a result of it. It should not be used or relied upon for any purpose, does not represent a recommendation or endorsement and is not a substitute for professional legal advice. No professional relationship is implied or otherwise established by reading this document. You should always seek the advice of your legal professional before taking any action or inaction.

 

 

წესდება – დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება

(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის)

 

 

მუხლი 1

ზოგადი დებულებები 

 

1.1.  –––––––––––––––––––––––––––––––––––– წარმოადგენს საქართველოს

                                (სუბიექტის სახელწოდება)

სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ

                                                                                                                (თუ წევრობაზეა დაფუძნებული)

არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

 

1.2.      სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

1.3.       საზოგადოების სახელწოდება: _____________________________________

________________________________________________________________________

(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდება არ შეიძლება ემთხვეოდეს უკვე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებას)

 

1.4.   სამართლებრივი ფორმა _____________________________________________

1.5.  იურიდიული მისამართი ____________________________________________

1.6.   საწარმოს ელექტრონული ფოსტის მისამართი _________________________

1.7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.

 

1.8.    საზოგადოების საქმიანობის მიზნები:

            1. –––––––––––––––––––––––

            2. –––––––––––––––––––––––

            3.––––––––––––––––––––––––

 

1.9.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას.  ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.

1.10.  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს. 

 

 

 

 

 

მუხლი 2

საზოგადოების დამფუძნებლები

 

2.1.   საზოგადოების დამფუძნებლები არიან:

 

  1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, დაბადების თარიღი     (რიცხვი, თვე, წელი);

იურიდიული პირის შემთხვევაში საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ)

 

  1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, დაბადების თარიღი     (რიცხვი, თვე, წელი);

იურიდიული პირის შემთხვევაში საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ)

 

 

  1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, დაბადების თარიღი     (რიცხვი, თვე, წელი);

იურიდიული პირის შემთხვევაში საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ)

 

 

 

 

 

 

 

მუხლი 3

საზოგადოების მართვა

 

       3.1. საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს   __________________ (დამფუძნებელთა ან წევრთა) საერთო კრება;

 

(დამფუძნებელთა ან წევრთა საერთო კრების მოწვევის წესი, ინტენსივობა, პროცედურა, ფუნქციები, გადაწყვეტილებაუნარიანობის საკითხი, გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა განისაზღვრება დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით ამავე წესდებაში სავალდებულო წესით)

 

 

 

მუხლი 4

საზოგადოების ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა

 

4.1 (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანო (ორგანოები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) შექმნის (არჩევის) წესი და უფლებამოსილების ვადა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა განისაზღვრება დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით ამავე წესდებაში.

წესდებაში სავალდებულოდ უნდა მიეთითოს მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს წევრებისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმძღვანელი პირის (პირების) შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი)         

4.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები), მისი (მათი) უფლებამოსილების ფარგლები (თუ იურიდიულ პირს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი რამდენიმე პირი ჰყავს, სარეგისტრაციო განაცხადით უნდა განისაზღვროს ისინი ერთად წარმოადგენენ იურიდიულ პირს, თუ ცალ-ცალკე), არჩევის წესი და  უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით ამავე წესდებაში.

წესდებაში სავალდებულოდ უნდა მიეთითოს მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), დაბადების ადგილი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი).

 

 

 

 

 

 

 

მუხლი 5

დამფუძნებელთა/წევრთა უფლებები და მოვალეობები

 

 

            (დამფუძნებელთა/წევრთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით ამავე წესდებაში.

წესდებაში სავალდებულოდ უნდა მიეთითოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად მიღების, წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის წესი, თუ იგი წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია)

 

 

 

მუხლი 6

საზოგადოების ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

 

6.1.      არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ___________________________ (რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს (პირის) დასახელება).

           6.3.       ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.

           6.4.   გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

6.5. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ______________________ (დამფუძნებლები ან წევრები). არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:

ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;

ბ) ემსახურება  საქველმოქმედო მიზნებს;

გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. 

6.6. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.

6.7. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ______________________ (დამფუძნებლებმა ან წევრებმა) არ განსაზღვრეს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.

         6.8. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

 

(რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს (პირის) დასახელება, გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა უნდა განისაზღვროს დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით ამავე წესდებაში.

ამავე წესდებით შესაძლებელია განისაზღვროს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის სხვა საფუძვლები.)

 

 

 

მუხლი 7

დასკვნითი დებულებები

 

7.1.      წინამდებარე წესდება (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება) ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის/წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.

7.2.      თუ ამ წესდების (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმების) რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.

7.3       ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შირის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.

 

 

__________________________                                    /________________________/                       (დამფუძნებლის/წევრის სახელი, გვარი)                                                                              (ხელმოწერა)

 

 

__________________________                                    /________________________/                       (დამფუძნებლის/წევრის სახელი, გვარი)                                                                              (ხელმოწერა)

 

 

__________________________                                    /________________________/                       (დამფუძნებლის/წევრის სახელი, გვარი)                                                                             (ხელმოწერა)

 

 

 

 

 

(წესდება ხელმოწერილი უნდა იყოს ყველა დამფუძნებლის/წევრის მიერ, ხელმოწერები უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან შესრულდეს მარეგისტრირებელ ორგანოში)

 

 

 

 

 

 

 

Copyright © 2010. No claim to contract samples and agreement samples derived from other websites.